Sunday, April 28, 2013

გაკვეთილის გეგმა-საქართველოს სამეფო სამთავროები

გაკვეთილის თემა
ქართული  სამეფო სამთავროების წარმოქმნა
მასწავლებლის სახელი გვარი
მზია ხერხეულიძე
სწავლების საფეხური
11 კლასი საშუალო
მოსწავლეათა რაოდენობა
21
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
X საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის გაცნობა, სამეფო-სამთავროების დახასიათება,
ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე მსჯელობა, ინფორმაციის მოძიება ,ქვეყნის   გაერთიანების შეფსება, საჭირო რესურსების გამოყენება.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები და შედეგები
ინფორმაციის მოძიების, რუქის გამოყენების, მსჯელობის, შეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
წინასწარი ცოდნა
იციან პოლიტიკური ვითარება საქართველოში I X საუკუნეში. მუშაობა ჯგუფებში, ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში.
შეაფასების საგანი დაპროცედურები
პრეზენტაცია, განმავითარებელ-განმსაზღვრელი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ტექსტი, რუქა, პროექტორი, კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა
Aფაზა/გამოწვევა
აქტივობა1-დრო 5 წუთი
მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით აჩვენებს ტაო- კლარჯეთის ქართულ მონასტრებს. იმართება დისკუსია ისტორიული ტაო კლარჯეთის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
Bფაზა/შინაარსის რეალიზაცია
აქტივობა 2-5 წუთი
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას ტაო კლარჯეთის სამეფოს შესახებ.
აქტივობა 3-3 წუთი
მოსწავლეები მუშაობენ რუქაზე და აჩვენებენ საქართველოს დანარჩენ სამეფო სამთავროებს, მსჯელობენ მათი წარმოშობის მიზეზებზე.
აქტივობა 4-15 წუთი
მასწავლებელი კლასს ჰყოფს 4 ჯგუფად გათვლის საშუალებით და აძლევს დავალებას ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია სამეფოსამთავროების შესახებ და გააკეთონ პრეზენტაცია.
I ჯგუფი-აფხაზეთის სამეფო
II ჯგუფი-კახეთის
III ჯგუფი- ჰერეთის
IV ჯგუფ-თბილისის საამირო-
აქტივობა 5 -12 წუთი
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას პროგარამა  Power Point-ის გამოყენებით.
Cფაზა/შეჯამება
აქტივობა 6-5 წუთი
პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ კითხვა პასუხის რეჟიმში ხდება ახალი ინფორმაციის შეჯამება და დასკვნის გამოტანა.

No comments:

Post a Comment